суббота, 23 ноября 2013 г.
კიდევ ორი დღე მიილია და დასრულდა ჩვენი ტრენინგი. ჩემი მოლოდინები გაირკვა, პროექტი დავასრულე, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტი დრო ყოფილიყო ტრენინგზე და პროექტისთვის. მართლაც ახლებური მიდგომა იყო სასწავლო პროექტის მიმართ. ყოველ საკითხზე სხვაგვარად დავფიქრდი. ბევრი რამ გავიგე და გავერკვიე. მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის.
суббота, 16 ноября 2013 г.
მე-7 დღე
ავირჩიე ფორმით.განვსაზღვრე შეფასების სტრატეგია.გავაკეთე უკუკავშირი მოსწავლის ნაშრომზე.გავითვალისწინე ჩემს პროექტში შეფასებები ცხრილების სახით.
ჩემს კოლეგას გავუზიარე შთაბეჭდილებები მის პროექტთან დაკავშირებით დაგავაკეთე კომენტარი.
воскресенье, 10 ноября 2013 г.
მე-6 დღე
დღეს უკვე შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვიხილე შაბლონები,ნაშრომში მოიაზრენბა მოსწავლის უნარები მისი დამოკიდებულება თემასთან დაპასუხისმგებლობა., პროექტი მიდის ფინალისკენ. მიხარია.
суббота, 9 ноября 2013 г.
მე-5 დღე
დავასრულე ტრენინგის მე-5 დღე.ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე პროექტთან დაკავშირებით.განვიხილეთ და გავერკვიე როგორ გამოვიყენო ინტერნეტის მასალები.ისე რომ საავტორო უფლებები არ დაარღვიო.აგრეთვე, სამართლებრივი და ეთიკური ნორმები.ვისწავლე რა სახით ჩავწერო გამოყენებული ლიტერატურისა და ვებგვერდების მასალები.რამდენი რამის გაგება ყოფილა საჭირო, არადა ინტერნეტს ხშირად ვიყენებ, ამ საკითხებზე არც დავფიქრებულვარ, ახლა ნამდვილად გავითვალიასწინებ. მე მგონი თანდათან უფრო მომწონს ასეთი სახით პროექტისგანხორციელება.
воскресенье, 3 ноября 2013 г.
მე-4 დღე
სწავლის ეფექტიანობისათვის გასათვალისწინებელია წინარე ცოდნა.საჭიროა დავადგინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები.ამიტომ ავირჩიეთ ჩვენი თემის შეფასების სტრატეგიები.განვიხილეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა.ის სტრატეგიები და აქტივობები,რომელიც გვჭირდება პროექტის დაწყებამდე და პროექტის მსვლელობისას.შევადგინეთ მოსწავლეთა საჭიროების ჩეკლისტი, ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ იუთუბ-ზე და როგორ დავდოთ ლინკი.
суббота, 2 ноября 2013 г.
დღე 3
ჩამოვაყალიბე,რას ისწავლიან ჩემი მოსწავლეები პროექტის მსვლელობის დროს. შევადარე ბლუმის
ტაქსონომიას,გავიაზრე რა არის ჩემი პროექტის ძირითადი არსი
..
пятница, 25 октября 2013 г.
ყოველთვის ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს სასწავლო პროექტს, ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა და დადებითი მუხტი აქვს პროექტულ სწავლებას, რაშიც კიდევ უფრო ვრწმუნდები რადგანაც ამ დროს ბავშვების ფანტაზია, მათი შემოქმედება, ჩართულობა და ინტერესი ისე ვერ გამოვლინდება გაკვეთილზე, როგორც პროექტის დროს, აქ ნებისმიერი ნიჭის მქონე მოსწავლეს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია, ტრენინგზე მგონი მივხვდი როგორ განვახორციელო პროექტი სწორი თანმიმდევრობით, თვითო პროექტის თემა და მიზნები სწორად უნდა იყოს მორგებული მოსწავლეების ცოდნასა და შესაძლებლობებზე. ძალიან მინდა რაიმე საინტერესო განვახორციელო და ჩემს მოსწავლლებს კიდევ უფრო გავუზარდო მოტივაცია, შემოქმედებითი უნარები და 21 საუკუნის სიახლეებს დავუკავშირო,
Подписаться на:
Сообщения (Atom)